დაკითხვა

ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა.  

როგორც ჭიაბერაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ახალ მთავრობას აქვს კარგი საშუალება, ქვეყანაში უმუშევრობა აღმოფხვრას.

"ბაზა, რისი შექმნაც ჩვენ დავიწყეთ და ნაწილობრივ მოვახერხეთ პირველ ოქტომბრამდე, ამის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა და, შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დაკითხვაზე გვატარონ, ეს პროგრამა გადადონ და დასაქმების სამინისტრო გააუქმონ, დასაქმების პროგრამაზე მუშაობა უნდა გააგრძელონ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კონკრეტულად დაკითხვის შესახებ ჭიაბერაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.  

საქ­მე სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში 21 ათას­ზე მე­ტი მო­ქა­ლა­ქის ფიქ­ტი­უ­რად და­საქ­მე­ბის სა­კითხს ეხე­ბა.

შეგახსენებთ, საოლქო პროკურატურაში, დღესვე 16:00 საათზე  ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს ელოდებიან.

 

 

კომენტარები