თბილისის მერი

გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში თბილისის მერის გიგი უგულავას დაკითხვა დასრულდა. უგულავას თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძეიბას არ აქვს პასუხები, თუ რატომ არ იყო პოლიციის კორდონი სამების მოედანზე და რატომ არ იყვნენ შესაბამისი პირები გაფრთხილებული ალტერნატიული შესასველელის შესახებ. 

"ეს მიმაჩნია შეცდომად. რატომ არ იყო კორდონი სამების მოედნისა და ფურცელაძის ქუჩიდან, თუ იქ არსებობდა ალტერნატიული შესასვლელი. რატომ არ გაკეთდა კორდონი პოლიციელების მხრიდან, რომ მოძალადე მხარეს გადმოსვლის საშუალება არ ჰქონოდა და არ მომხდარიყო ის დარბევა, რაც მოხდა. ამაზე პასუხი არ არის ისევე, როგორც იმაზე, დაიკითხება თუ არა მოჩურჩულე ნანა კაკაბაძე," განაცხადა უგულავამ. ქალაქის მერის აზრით, მნიშვნელოვანია გამოძიების ფარგლებში დაიკითხოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

უგულავამ გაიმეორა განმარტება მის მიერ ინციდენტის დროს გაკეთებულ შეძახილებზე. 

" [სიტყვა შოუ] კონკრეტულ კონტექსტში ვთქვი, კერძოდ, როდესაც კვერცხების სროლა და ლანძღვა მიდიოდა, უსაქმოდ მდგომ პოლიციელებს შევახსენე, რომ წესრიგი უნდა დაემყარებინათ. შემდეგ ერთ კონკრეტულ პირს ვუთხარი, თუ შოუ გინდათ – აგერ თქვენი შოუ-თქო," განაცხადა უგულავამ.

დედაქალაქის მერის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ის მზად არის კვლავ ითანამშომლოს გამოძიებასთან.

 

 

კომენტარები