თბილისის მერი

ყაველაშვილი კალაძეზე: თუ კვლავ დააყენებს კანდიდატურას, უალტერნატივო იქნება

დღეს ძალიან ღირსეული მერი ჰყავს ჩვენს ქალაქს და თუ კვლავ დააყენებს კახა კალაძე კანდიდატურას, ის იქნება უალტერნატივო და აუცილებლად გაიმარჯვებს...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი მიხელ ყაველაშვილი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. "ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ ასახელებენ კონკრეტულ კანდიდატებს, არც ისაა ცნობილი ვის უნდა ველოდოთ თბილისის მერობის კანდიდატად და იყრის თუ არა კენჭს მოქმედი მერი, კახა კალაძე.

კომენტარები