ადგილობრივი თვითმმართველობა

მთავრობა თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიას განიხილავს

ამ წუთებში კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგიდან ირკვევა, რომ დღეს, 21 თებერვალს, მთავრობა 32 საკითხის განხილვას გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია 2013-2014 წლისთვის საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების პროექტის განხილვა.
სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ  განაცხადა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის უფრო მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მინისტრი აცხადებს, რომ თვითმმართველობის რეფორმით შესრულდება ის ვალდებულებები, რომლებიც არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისად. 
ნარმანიას აცხადებს, რომ დეტალურად რეფორმის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

კომენტარები