თბილისის მერი

უგულავა: მილიონის გადახდას არ და ვერ ვაპირებ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ მაქვს

თბილისის მერმა, გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. უგულავას თქმით, პროკურატურის მიერ წაყენებული მოთხოვნები აბსურდულია. 

"როგორი აბსურდულიც არის ბრალდება, ისეთივე აბსურდულია მოთხოვნები აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. მილიონის გადახდას იმ მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არ მაქვს. ქართულ პოლიტიკაში მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შეუძლია ამის გადახდა - კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელსა და გვარს აღარ დავასახელებ", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

მისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა, დედაქალაქის მერმა პოლიტიკური ხასიათის მოთხოვნად შეაფასა. 

"ივანიშვილის მიზანი უკვე გაცხადებულია, ეს არის თბილისის მერიის ხელში ჩაგდება, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების. მიზანი არის ის, რომ მის გეგმებში არ შედის ჩვენი, როგორც ოპოზიციის არსებობა, აქედან გამომდინარე, ეს სასამართლო პროცესიც ამ კონტექსტში შეიძლება იყოს განხილული", - აღნიშნა უგულავამ.

შეგახსენებთ, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ქა­ლა­ქის მე­რის, გი­გი უგუ­ლა­ვას­თვის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, 1 მლნ ლა­რის გირაოს დაკისრება და უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. 

კომენტარები