თბილავიამშენი

თბილავიამშენის ახალი აღმასრულებელი დირექტორი გიგა ჩრდილელი გახდა

შპს თბილავიამშენს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს, ამ თანამდებობაზე ქართუ ჯგუფის ყოფილი პრეზიდენტი, გიგა ჩრდილელი დაინიშნა. როგორც ცნობილია, ჩრდილელი აღნიშნულ თანამდებობას უკვე ერთი კვირაა იკავებს.

"მე გავხდი თბილავიამშენის აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა ეს არ ნიშნავს პირველ პირობას. მე მაქვს ჩემი კონკრეტული ფუნქციები და ამოცანები, თუმცა მისი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა ჩრდილელმა სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში.

შეგახსენებთ, გიგა ჩრდილელი ქართუ ჯგუფის პრეზიდენტობიდან მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც პოლიტიკაში მოსულმა ბიძინა ივანიშვილმა ის ნაციონალური მოძრაობის აგენტობაში დაადანაშაულა.

 

კომენტარები