სასკოლო სახელმძღვანელოები

შაშკინი: სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება გამომცემლების გაკულაკებაა

განათლების ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას გამომცემლების გაკულაკებად აფასებს. შაშკინის შეფასებით, აღნიშნულმა პროგრამამ შესაძლოა სახელმძღვანელოების ბაზარი გააქროს, რის შედეგადაც ბიუჯეტი 15 მილიონიან გადასახადს დაკარგავს. ამის შესახებ განცხადება შაშკინმა ბიზნეს კურიერში გააკეთა.

განათლების ყოფილმა მინისტრმაწინა ხელისუფლების სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული პროგრამების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 1000 ლარიანი ვაუჩერით, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამაში იყო, მშობლებს შეეძლოთ სახელმძღვანელოების შეძენა. შაშკინმა სოციალურად დაუცველებისთვის 10 მილიონი ლარის ოდენობის სახელმძღვანელოების შეძენაზეც ისაუბრა. 

შაშკინმა გამომცემლების დაკეტვის საფრთხეზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვის განათლება მხოლოდ სახელმძღვანელო არ არის და თუ გამომცემლები დაიკეტება, მაშინ აღარ დაიბეჭდება მხატვრული ლიტერატურა და ბავშვები სათანადო განათლების მიღებას ვერ შეძლებენ. 

კომენტარები