NDI-ს კვლევა

NDI: გამოკითხულთა 38%-ს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა მოსწონს, 49%-ს არ მოსწონს

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI), სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა.

კითხვაზე, მოგწონთ თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, გამოკითხულთა 38% აცხადებს, რომ მოსწონს. არ მოსწონს 49%-ს, 12%-ს არ აქვს პასუხი, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.

რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია - აცხადებს 42%, 26%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, ხოლო რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს 23%-ის აზრით. კითხვაზე პასუხი არ აქვს პასუხი 9%-ს, უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა. 

კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 13-27 მარტის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით 3,103 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის ცდომილება 2.5%-ს შეადგენდა. კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა და იგი შვედეთის განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული. წინა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2012 წლის ნოემბერში წარმოადგინა.

კომენტარები