დაპირისპირება

კობა დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილის შეფასება იყო ძალიან შეურაცხმყოფელი

wikipedia.org

დღეს, 7 მა­ისს, პირ­ვე­ლი რა­დი­ოს რა­დი­ოკ­ლუბ­ში დე­პუ­ტატ­მა კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ პრე­მი­ე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბებ­ში, მან "საწ­ყე­ნი რამ" და­ი­ნა­ხა.

"პრე­მი­ე­რი გა­მო­ნათ­ქვამ­ში საწ­ყე­ნი რა­მე და­ვი­ნა­ხე. ორი ფრა­ზა - სერ­გე­ენ­კო აკე­თებს უფ­რო მეტს ვიდ­რე კო­ბა და­ვი­თაშ­ვი­ლი აკე­თებს ან ოდეს­მე გა­უ­კე­თე­ბია, ეს იყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გა­და­ხაზ­ვა ერ­თი დი­დი წი­თე­ლი ხა­ზით და მარ­თა­ლი გით­ხრათ მსგავ­სი შე­უ­რაც­ხყო­ფა არ­ცერ­თი ოპო­ნენ­ტის­გან არ მი­მი­ღია. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში იყო სა­კა­მა­თო ეპი­ზო­დე­ბი, ამა­ზე მუდ­მი­ვად მი­მი­თი­თე­ბენ - "ნა­ვერ­წი­ლე" და ჟი­რი­ნოვ­სკიმ, რომ ხე­ლი არ ჩა­მო­მარ­თვა, მაგ­რამ არა­ვის უთ­ქვამს, რომ და­ვი­თაშ­ვილს ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, და ასე­ვე პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა - მე ვენ­დო­ბი სე­ერ­გე­ენ­კოს, საქ­მე­ში არ ჩა­მი­ხე­დავს, არც და­ვინ­ტე­რე­სე­ბულ­ვარ მაგ­რამ ვენ­დო­ბი. სამ­წუ­ხა­რო გან­ცხა­დე­ბე­ბია და გულ­წრფე­ლად მწყინს ისიც, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უფ­რო სან­დო წყა­რო ყო­ფი­ლა ვიდ­რე და­ვი­თაშ­ვი­ლი. მეს­მის, რომ სე­ერ­გე­ენ­კო ძვირ­ფა­სია ბი­ძი­ნას­თა­ვის, მე ის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლო­ბა­ში არ და­მი­და­ნა­შა­უ­ლე­ბია, ამი­ტომ ბო­დი­შის მოხ­დაც არ იყო სა­ჭი­რო. მაგ­რამ კვლავ ვთვლი, რომ ის სქე­მა, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის დროს შე­იქ­მნა, არის კო­რუფ­ცი­უ­ლი. მე მო­ვე­ლო­დი სა­კით­ხის აზ­რის გან­ხილ­ვას და არა პრო­ცე­დუ­რის. მაგ­რამ პრო­ცე­დუ­რაც და­ცუ­ლი მქონ­და - ორ­ჯერ მივ­მარ­თე პრე­მი­ერ­მი­ნისტრს, ფრაქ­ცი­ის სხდო­მა­ზე დავ­სვი სა­კით­ხი, შემ­დეგ მთავ­რო­ბი­სა და უმ­რავ­ლე­სო­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე პი­რის­პირ ვუთ­ხა­რი მი­ნისტრს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბა იყო ძა­ლი­ან შე­უ­რაც­ხმყო­ფე­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებს კვლავ ასე ფიქ­რობს ის თუ არა. შე­უ­რაც­ხყო­ფა სა­ჯა­როდ მოხ­და და სა­ჯა­როდ მა­ინ­ტე­რე­სებს დღე­საც ასე ფიქ­რობს თუ არა პრე­მი­ე­რი", - გა­ნაც­ხა­და კო­ბა და­ვი­თაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 აპ­რილს დე­პუ­ტატ­მა და­ვი­თაშ­ვილ­მა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ებ­თან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. სერ­გე­ენ­კომ დე­პუ­ტა­ტის­გან კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა ან ბო­დი­შის მოხ­და მო­ით­ხო­ვა. და­ვი­თაშ­ვილ­მა კი გა­ნაც­ხა­და, რომ იგი მი­ნის­ტრის­თვის ბო­დი­შის მოხ­დას არ აპი­რებს. 26 აპ­რილს, ტე­ლე­კომ­პა­ნია რუს­თა­ვი 2-ის გა­და­ცე­მა პო­ზი­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა გა­ნაც­ხა­და, რომ ის დე­პუ­ტატ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. თუმ­ცა, 27 აპ­რილს პრე­მი­ე­რის ბიზ­ნეს­ცენ­ტში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სერ­გე­ენ­კომ და და­ვი­თაშ­ვილ­მა გა­ნაც­ხა­დეს, რომ ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლია.

კომენტარები