ლაფანყური

ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ჩეჩნების ცხედრებს ექსჰუმაცია უტარდებათ

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ დუ­ი­სის სა­საფ­ლა­ო­ზე ლა­ფან­ყუ­რის ოპე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ჩეჩ­ნე­ბის ცხედ­რე­ბის ექ­სჰუ­მა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო ინ­ტერ­პრეს­ნი­უ­სი იუწ­ყე­ბა.

ამ დრო­ის­თვის, დუ­ი­სის სა­საფ­ლა­ო­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი უკ­ვე მი­სუ­ლია და ცხედ­რე­ბის საფ­ლა­ვი­დან ამო­ღე­ბა დაწ­ყე­ბუ­ლია. ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლი არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ღუ­პუ­ლი ჩე­ჩე­ნის, ას­ლან მარ­გოშ­ვი­ლის მა­მა, გა­მო­ძი­ე­ბას ბო­ლომ­დე არ ენ­დო­ბა და ეჭ­ვობს, რომ ფაქ­ტე­ბის და­მალ­ვა შე­საძ­ლოა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­შიც მოხ­დეს. 

“ექ­სპერ­ტი­ზა ად­რე იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი გა­აქ­რეს. ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბი გა­ტე­ხეს და გა­აქ­რეს. ამის შემ­დეგ, ეჭ­ვი გაგ­ვიჩ­ნდა, რომ რა­ღაც ისე არ იყო, ამი­ტომ ვართ თა­ნახ­მა ექ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე. რე­ლი­გი­უ­რად ეს დაშ­ვე­ბუ­ლი არ იყო, მაგ­რამ გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ვა­კე­თებთ, რად­გან ეს ექ­სპერ­ტი­ზა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მან ბევრ კით­ხვას უნ­და გას­ცეს პა­სუ­ხი. ლა­ფან­ყუ­რის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ, ჩვენ შევ­ხვდით შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლე გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც გვით­ხრა, რომ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხი ჯერ მზად არ არის - კა­ნო­ნით არ შეგ­ვიძ­ლია გვა­მე­ბის გად­მო­ცე­მაო, მაგ­რამ ვი­თომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თვი­თონ იღებ­და,  გვა­მე­ბი გა­მოგ­ვა­ტა­ნა და გვით­ხრა დას­კვნას მე­რე გა­მო­გიგ­ზავ­ნი­თო. ეს ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში ჩა­ტარ­და, ჩვენ­თვის დას­კვნა არ გა­მო­უგ­ზავ­ნი­ათ”, - გა­ნუც­ხა­და მარ­გოშ­ვილ­მა ინ­ტერ­პრეს­ნი­უსს. 

შე­გახ­სე­ნებთ, ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს შვი­დი ჩე­ჩე­ნი და­ი­ღუ­პა, რო­მელ­თა­განც სა­მი პან­კსის ხე­ო­ბის მცხოვ­რე­ბი იყო.

კომენტარები