საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რესპუბლიკურ პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება.
მისი განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი არ იქნება არც პრემიერის მიერ ხსენებული ვახტანგ ხმალაძე და არც სხვები.
"კანდიდატები რესპუბლიკურ პარტიას არ გვეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ხმალაძეზე განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ხმალაძე არ ქცეულა და არც იქცევა ჩვენი პარტიის კანდიდატად. ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენ ვართ მთლიანად კოალიციურ რეჟიმში. რესპუბლიკელები მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთიანი პოზიციით. მე არ ვიქნები კანდიდატი. დანარჩენი ვინ იქნება, ამაზე, როგორც ითქვა, კოალიციის პოლიტსაბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს და გახდება ცნობილი. ეს იქნება ჩვეულებრივი, შიდა პარტიული წესით. ჩვენ არ მივეცით თავს უფლება, რომ გვეუსაუბრა საჯაროდ, ვინ ვისი ფავორიტია, რადგან ეს არ იქნებოდა სერიოზული", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნაციონალური მოძრაობის ვერცერთი კანდიდატი, სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს ქართული ოცნების კანდიდატს.
"მათი ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება სერიოზული კონკურენტი. ეს არის არა ჩემი მოსაზრება, არამედ მოსახლეობის, ამომრჩევლების მოსაზრება, ამიტომ ამ ნაწილში მარტივად გვაქვს საქმე", - განაცხადა უსუფაშვილმა.
რესპუბლიკური პარტია