რესპუბლიკური პარტია

დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ერთი პირი დააკავეს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერების, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდამსხმელი ერთი პირი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გრძელდება, რაც ძალადობას გულისხმობს.

დღეს, 6 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ორი პირი მათ სიტვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

თავდასხმის შესახებ თავდაპირველად რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა. როგორც დავით ბერძენიშვილი ფორმულასთან საუბარში იხსენებს, თავდასხმის მიზეზი მისი და სამნიძის პოლიტიკური საქმიანობა და შეხედულებები გახდა.

კომენტარები