17 მაისის აქცია

არასამთავრობო ორგანიზაციები ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ

თორმეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციის გამართვას ეწინააღმდეგება და მოითხოვს კანონით აიკრძალოს მათი "პროპაგანდა". ეროვნული ფრონტის ორგანიზებით, აქცია, დღეს, 16 მაისს, პარლამენტის ძველ შენობასთან გაიმართა. მასში მონაწილეობა 30-მდე ადამიანმა მიიღო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ "გარყვნილების პროპაგანდა" ქუჩებში დაუშვებელია, განსაკუთრებით კი იმ ადგილას, სადაც ქაშუეთის ტაძარი და 9 აპრილის მემორიალია.

ხვალ, 17 მაისს, ორგანიზაცია იდენტობის ორგანიზებით, ამავე ადგილას, 12:45 წუთზე, ჰომოფობიის წინააღმდეგ ნახევარსაათიანი აქციაა დაგეგმილი. ამ აქციის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე დილის 9 საათიდან ეროვნული ფრონტი და მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. 11 საათიდან კი მათ სასულიერო პირები და მრევლი შეუერთდება. ეროვნული ფრონტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი აქცია მშვიდობიანი იქნება, თუმცა, აცხადებენ, რომ იდენტობის მხრიდან შეიძლება პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.

კომენტარები