17 მაისის აქცია

პოლიციამ მართლმადიდებელი აქტივისტები ვერ შეაკავა

პოლიციამ ვერ შეძლო მართლმადიდებელი აქტივისტების შეკავება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები დაარბიეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეები რამდენიმე ავტობუსით და სამარშუტო ტაქსებით გაარიდეს სიტუაციას, რომელსაც სასულიერო პირები და მრევლი თავს ესხმოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. მათ შორის - პოლიციელი და ჟურნალისტი, ასევე ერთი არასრულწლოვანი.

კომენტარები