საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

ქართველმა 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

ბელგიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის უკანასკნელ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდა. ჯვაროსნებმა ბელგიელები 2:0 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, ინგლისელებმა შოტლანდიელებს 3:0 მოუგეს, ჯგუფში დაგროვებული 7 ქულით, ევროპის ჩემპიონატზე მაინც ქართველი ფეხბურთელები გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში გია ცეცაძის შეგირდებმა ინგლისის ნაკრებთან 1:1 ითამაშეს. მეორე ტურში, მსაჯის საკამათო გადაწყვეტილების შედეგად 9 კაცით დარჩენილმა ჯვაროსნება, შოტლანდია 3:1 დაამარცხეს. დღეს კი, როგორც მოგახსენეთ, გიორგი ფანცულაიას და გურამ სამუშიას გოლების წყალობით მასპინძელი ბელგიის ნაკრები დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

შეხვედრის პირველი ტაიმი მეტწილად ბელგიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ქართველი ფეხბურთელები გააქტიურდნენ და შედეგიც სახეზეა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 74-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ თერთმეტმეტრიანი დარყტმის გამოყენება ვერ შეძლო.

19- წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში გაიმართება

კომენტარები