საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ჰოლანდია ელიტრაუნდის მიღმა დატოვა - 2:1

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები
msy.gov.ge

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჰოლანდია 2:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილ ფეხბურთელებს ელიტრაუნდის საგზური უკვე მოპოვებული ჰქონდათ და დღევანდელი მატჩი მათთვის არაფერს წყვეტდა.

ანგარიში გიორგი პაპუნაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, პირველი ნახევრის მიწურულს კი ჟივკოვიჩის გოლით ჰოლანდიელებმა გათანაბრება შეძლეს.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც გიორგი აბურჯანიამ საქართველოს ნაკრები კვლავ წინ გაიყვანა - 2:1.

მიუხედავად ჰოლანდიელი ფეხბურთელების მცდელობისა, ანგარიში დარჩენილ დროში არ შეცვლილა.

პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში, უელსმა მოლდოვას ანგარიშით 6:0 სძლია და ელიტრაუნდში სწორედ უელსელები გავიდნენ.

კომენტარები