Tbilisi Open Air 2013

4 ივნისს, Deep Purple-ს ქართველი ფანები აეროპორტში დახვდებიან

Tbilisi Open Air
tbilisiopenair.ge

4 ივნისს, თბილისის აეროპორტში Deep Purple-ს ქართველი ფანები დახვდებიან. მსმენელთა თხოვნით, Tbilisi Open Air-მა სპეციალური აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ფანები დინამო არენასთან შეიკრიბებიან და აეროპორტისკენ დაიძრებიან. კოლონას წინ რამდენიმე ათეული მოტოციკლი წარუძღვება.

16:00 სთ-ზე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში Deep Purple-ის პრესკონფერენცია გაიმართება.

5 ივნისს, დინამო არენას შესასვლელები 4 საათზე გაიღება, პირველი არტისტი კი სცენაზე 17 სთ- ზე დადგება.

ბილეთების შეძენა კვლავ შესაძლებელია დინამო არენას სალაროებში. ბილეთების გაყიდვა ფესტივალის დასრულებამდე გაგრძელდება. ფესტივალზე დასასწრები ბილეთი სამაჯურია, მასზეა მითითებული უნიკალური QR-კოდი. სამაჯური მყიდველმა მხოლოდ ფესტივალის დღეს უნდა გაიკეთოს, რადგან ის ერთჯერადი მოხმარებისაა და მისი დაზიანება ბილეთის გაუქმებას გამოიწვევს, ხოლო არასწორად გაკეთების შემთხვევაში კონტროლის ხელახალ გავლას გახდის აუცილებელს.  

დინამო არენა ზონებადაა დაყოფილი. თითოეული ზონა საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. მაყურებელს არ აქვს უფლება ზონიდან ზონაში გადაადგილდეს. თითოეულ ზონაზე განთავსებული იქნება ბარი. სტადიონის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტები ხელმისაწვდომია ყველა ზონაში მყოფი სტუმრებისთვის.

გთავაზობთ ფესტივალის განრიგს:

17:00 – KID JESUS – Altervision Group-ის ყოველწლიური მუსიკალური პროექტის, Tbilisi Newcomers 2012-ის გამარჯვებული ბენდი.

17:50 – BLACK STROBE – პარიზში დაარსებული ბენდი, რომელიც ცნობილი გახდა ფილმებისა და სერიალებისთვის დაწერილი საუნდტრეკებით (The Walking Dead; Rocknrolla).

18:45 THE SUBWAYS – ბრიტანული ბენდი, არაერთი მასშტაბური ფესტივალის ჰედლაინერი. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა გაი რიჩის ფილმმა, Rocknrolla -მ მოუტანა, მას შემდეგ რაც მათი სიმღერა, Rock n roll queen ფილმის საუნდტრეკი გახდა.

20:00 – INFECTED MUSHROOM – ყველაზე გაყიდვადი ელექტრონული ბენდი ისრაელიდან, ცნობილია ამერიკასა და ევროპაში. ჯგუფი ბილბორდისა და სხვადასხვა მუსიკალური ჩარტების მრავალგზის ლიდერია.

21:30 – DEEP PURPLE  – ჰევი მეტალისა და თანამედროვე ჰარდ როკის მეგა ვარსკვლავები, 100 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომით. ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

23:15 – TRICKY – ლეგენდარული ინგლისელი არტისტი, მუსიკალური მიმდინარეობა თრიფ ჰოპის (TRIP HOP) და ძალიან ცნობილი ჯგუფის, MASSIVE ATTACK-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისი ალბომი Maxinquaye მუსიკალური დაჯილდოება მერკურის ნომინანტია და NEW MUSIC EXPRESS-ის მიერ წლის ალბომადაა აღიარებული. ხოლო 5 ივნისს მელომანები მის ახალ სტუდიურ ჩანაწერს მოისმენენ, სახელწოდებით False Idols.

00:20 MODESELEKTORბერლინური ბენდი, რომელიც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის თრენდმეიქერია. დუეტი თანამშრომლობს RADIOHEAD-ის ვოკალისტ ტომ იორკთან, რომელთანაც ჩაწერილი აქვს 3 ტრეკი.

კომენტარები