ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის პირველ ტურში, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
პრაიმერის პირველი ტურის კენჭისყრის პროცედურა, ქუთაისში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
პრეზიდენტობის პრაიმერიში დავით ბაქრაძის კანდიდატურას, დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერიში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი - ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და დავით ბაქრაძე.
ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი კიდევ 5 რაიონულ ცენტრში გაიმართება.