საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერი

დარჩიაშვილი: დღეს ბათუმში იგივე ქმედებების განხორციელებას აპირებენ

primetimenews.ge

"იკვეთება, თუ რა არის სამართლიანობის ფასი ქართული ოცნებისთვის, ხელისუფლებისთვის. თუ თქვენ აპროტესტებთ რუსულ ოკუპაციას ან უნივერსიტეტების ავტონომიის მიმართ არსებულ საფრთხეს, ჯარიმა შეიძლება იყოს 400-დან 1000 ლარამდე, ხოლო თუ თქვენ ფიზიკურად შეეხებით პოლიციელს, დეპუტატს, ქვებს ესვრით საპრეზიდენტო კორტეჟს, მაშინ თქვენი ჯარიმა 100 ლარია", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატი დავით დარჩიაშვილი გუშინ 20 ივლისს, ზუგდიდის ინციდენტში მონაწილე პირების 100-100 ლარიანი ჯარიმით გათავისუფლების ფაქტს.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი აცხადებს, რომ ბათუმში დღეს, 21 ივლისს, დაგეგმილ პრაიმერთან დაკავშირებით იგივე პროვოკაციებია მოსალოდნელი, რასაც გუშინ ზუგდიდში მოხდა.

დარჩიაშვილის თქმით, გუშინ, 20 ივლისს ზუგდიდში იყო მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის ძალადობრივი გზით ჩაშლის".  იგი აცხადებს, რომ კოალიცია ქართული ოცნება, ეკონომიკური ვარდნისა და  კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალი რეიტინგის გადაფარვას,  ძალადობის გამოყენებით ცდილობს.  

"ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო გარემო არის უსამართლო. დღეს ბათუმშია დაგეგმილი ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი და ჩვენი ინფორმაციით, იგივე ქმედებების განხორციელებას აპირებენ იგივე ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ ოპოზიციას დასდევენ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

კომენტარები