ბედუკაძის საქმე

კუბლაშვილი: ბედუკაძის გათავისუფლებაში მოსამართლის როლი ფორმალურია

ტაბულა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხში მოსამართლის როლი მხოლოდ ფორმალურია.

კოტე კუბლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, იმის შესახებ, რომ მთავარ პროკურატურას ვლადიმერ ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხში "ვიზა სასამართლომ მისცა". 

"მე მგონი, იურისტებმა კარგად უნდა იცოდნენ რას აკეთებს მოსამართლე, როცა სასამართლოში საპროცესო შეთანხმება შედის. ბატონი ზაქარია იურისტია და თუ ეს კარგად იცის, ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს, თუ არ იცის, ორმაგად უფრო ცუდია. როგორც იცით, ბედუკაძესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, საპროცესო შეთანხმების დროს კი მოსამართლე არ შედის შინაარსის განხილვაში. ეს პროცედურა სრულიად სამართლიანად წარიმართა სასამართლოში. მოსამართლემ შეამოწმა მხოლოდ ის, რაც კანონით დაადგენილია - ხომ არ დააძალეს, ხომ არ აიძულეს, ხომ არ ჰქონდა ზეწოლის და მუქარის ფაქტებს ადგილი ბრალდებულის მიმართ. მან თქვა, რომ ეს არ იყო ასე და თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შემდეგაც, მოსამართლემ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება. ასე რომ, მოსამართლის როლი აქ არის მხოლოდ ფორმალური, მთავარია პროკურატურასა და ბრალდებულს შორის შეთანხმება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

კომენტარები