ბედუკაძის საქმე

ბედუკაძე: მე წამებაში არ ვმონაწილეობდი, მე მხოლოდ ვიღებდი

timer.ge

ვლადიმერ ბედუკაძემ "ღია ეთერში" საუბრისას განაცხადა, რომ ის ადასტურებს წამების ვიდეოში  მისი ხმა ისმის. "ვადასტურებ, რომ ჩემი ხმა ისმის. დიახ, მსხვერპლს მივმართავ, მაგრამ ხმა იყო აუცილებელი გარემოება და პირობა, ამას უნდა ჰქონოდა გავლენა. მე ვიღებდი სპეციალურად და იმ განწყობით, რომ სააშკარაოზე გამომეტანა" -განაცხადა მან. 

მისივე თქმით მას შეეძლო ეს ვიდეოები არ გამოეტანა სააშკარაოზე, მაგრამ ეს გააკეთა. "ვეთანხმები პრემიერის პოზიციას, რომ წამებაში ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გათავისუფლდეს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან. რა თქმა უნდა, ეს საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულია, მაგრამ მე წამებაში არ ვმონაწილეობდი, მე მხოლოდ ვიღებდი"- აღნიშნა ბედუკაძემ. 

კომენტარები