ბედუკაძის საქმე

ნაციონალური მოძრაობა კბილაშვილის პარლამენტში მისვლას ითხოვს

parliament.ge

ნაციონალური მოძრაობა მთავარ პროკურორს პარლამენტში მისვლას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს. ვლადიმერ ბედუკაძის საკითხი 10 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდმაზე ხმაურის ფონზე განიხილეს:

"საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ბატონი კბილაშვილი ამ საქმეს უყურებს, როგორც მხოლოდ პოლიტიკურს, რადგან სამართლებრივი განმარტებები მისი მხრიდან იყო აბსოლუტურად გაუგებარი და გამაოგნებელი. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმა და დღეს ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ პარლამენტარებისთვის პასუხების გასაცემად, მობრძანდეს იურიდიული ან ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე", - განაცხადა უცირესობის დეპუტატმა, გოკა გაბაშვილმა.

დეპუტატების მხრიდან ურთიერთბრალდებებიც გაისმა:

"წლინახევრის წინ ადამიანების ჯგუფი, ბედუკაძის ორგანიზებით, მივიდა დასკვნამდე, რომ მათ უნდა ეშოვნათ ფული, ამისთვის მათ დადგეს კადრები ციხეში, იმისათვის, რომ მერე ეს პოლიტიკური ჯგუფისთვის მიეყიდათ", - განაცხადა უმცირესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

პასუხად, უმრავლესობის დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ ნაციონალური მოძრაობა ციხის წამების კადრების შექმნაში დაადანაშაულა:

"ასეთი გონორით გველაპარაკება პოლიტიკური ძალა, რომელმაც შექმნა ის ვიდეოკადრები და გვეკითხება, რატომ იმალებოდა, რატომ დროზე არ გამოჩნდა. ეს ხომ შექმნა იმ პოლიტიკურმა სისტემამ. მაგ დროს გაგეკეთებინათ ესეთი გონორით ერთი განცხადება, თქვენ ხომ მართლა გმირები გახდებოდით?!" - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

 

კომენტარები