რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს.
სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან სამი ადგილობრივი პირი ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ორი დაკავებული სოფელ ხვითიდან არის.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული.