თბილისის საკრებულო

კაციტაძე: საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეებს ხვალვე არ აირჩევენ

timer.ge

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა უმრავლესობიდან, მამუკა კაციტაძემ, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეებს მხოლოდ გადააყენებენ. ახლების არჩევა ხვალვე არ მოხდება.  

"საკითხი დადგება გათავისუფლების ნაწილში და არა ახლის არჩევის ნაწილში. ეს ჩვენგან არის გზავნილი იმისთვის, რომ ხვალინდელ სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ უკეთ მოახდინოს პოზიციონირება", - თქვა მამუკა კაციტაძემ.

კაციტაძის თქმით, საკრებულოს 25 დეპუტატის ინიციატივით, ხვალ რიგგარეშე სხდომა აუცილებლად ჩატარდება, თუმცა, ნაციონალურ მოძრაობასთან კონსულტაციები გაგრძელდება.

 

კომენტარები