თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ახალი თავჯდომარე ირაკლი შიხიაშვილია

timer.ge

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და ამჟამად  თბილისის საკრებულოს ფრაქცია თავისუფლების თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი საკრებულოს ახალი  თავმჯდომარეა.

 მის კანდიდატურას მხარი ახლად შექმნილი  უმრავლესობის 24–მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც მას ხმა არ მისცა, რესპუბლიკელი გულიკო ზუმბაძეა, რომელიც ფრაქცია ქართული ოცნება – თბილისელებ" ხელმძღვანელობს.

  სხდომას პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის 22 დეპუტატი არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ ზაალ სამადაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში ახლახან ფორმირებულმა უმრავლესობამ მიიღო. 

ზაალ სამადაშვილი საკრებულოს 2010 წლიდან თავმჯდომარეობდა.

სხდომას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე NATO-ს სამოკავშირო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ ესწრებოდნენ. 

კომენტარები