დანაშაულის სტატისტიკა

განსაკუთრებით საშიში დანაშაულის შემთხვევები იზრდება

დევნის დაწყების მაჩვენებელი 2013 წლის ივნისში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით იზრდება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებელმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე 112%-ით, ყაჩაღობაზე - 100%-ით, ნარკოდანაშაულზე - 153%-ით, ძარცვაზე - 71%-ით, ხოლო ქურდობაზე - 31%-ით მოიმატა.

პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის ოთო კახიძის მოსაზრებით, "რადგან ბოლო პერიოდში პოლიციასა და პროკურატურაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ულტრათანამედროვე მეთოდები არ დაუნერგავთ, დევნის დაწყების ასეთი ზრდა და გაორმაგებული მონაცემები უტყუარად ასახავს განსაკუთრებით საშიში დანაშაულის ზრდის ტენდენციას".

თებერვლის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში აცხადებდა, რომ დანაშაულის სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით არ შეცვლილა. ღარიბაშვილმა კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმების შეგრძნება მაშინ მედიას დაუკავშირა და აღნიშნა, რომ ადრე დანაშაული არ შუქდებოდა, ხოლო ახლა შუქდება. 

კომენტარები