დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ 2008 წლის აგვისტოში რუს სამშვიდობოებს პირველმა ცეცხლი ГРУ-ს ბატალიონმა გაუხსნა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ცეცხლის გახსნის მიზანი იყო ის, რომ ყველაფერი ქართველ სამშვიდობოებს დაბრალებოდათ და რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე ჯარის შემოყვანის საფუძველი გასჩენოდა. სააკაშვილმა 1939 წლის სსრკ-ფინეთის ომი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინაც საბჭოთა არმიას ГРУ-ს შენაერთებმა გაუხსნეს ცეცხლი, რამაც ფინელთა თავდასხმის იმიტაცია შექმნა, შემდეგ კი მშრომელთა მოთხოვნით კარელიაში საბჭოთა ჯარები შევიდნენ.
tbl.ge/bw2
დაკოპირდა
მიხეილ სააკაშვილიაგვისტოს ომირუსი სამშვიდობოებიГРУ-ს ბატალიონისსრკ-ფინეთის ომიკარელიასაბჭოთა ჯარი2008 წლის აგვისტოს ომი
ამავე თემაზე
- კობილაში, რომელზეც საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, 2008 წლის ომში პირადად მონაწილეობდა
- ევროპის საბჭო: რუსეთის დავალიანება საქართველოს წინაშე €133.4 მილიონს შეადგენს
- ზურაბიშვილი აგვისტოს ომში მოსკოვი-თბილისის "ორმაგ პასუხისმგებლობაზე" საუბარს უარყოფს
- აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის €130 მილიონამდე გადახდა დააკისრა
- მედვედევი: მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის მშვიდობის იძულების ოპერაციის ჩატარება