დარეჯან დიასამიძის საქმე

შსს უარყოფს, რომ პოლიციაში დარეჯან დიასამიძესთან დაკავშირებით ინფორმაცია შევიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმში დაკარგული დარეჯან დიასამიძის შესახებ უარყოფს.

გავრცელებული ცნობით, მოქალაქეებმა ბათუმში შენიშნეს გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალშენში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ დარეჯან დიასამიძეს მიამსგავსეს, რის შესახებაც საპატრულო პოლიციას აცნობეს. თუმცა, მათი თქმით, ეკიპაჟმა რეაგირება არ მოახდინა.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის საპატრულო პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტრო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, დარეჯან დიასამიძის დაკარგვასთან დაკავშირებით მობილიზებულია უწყების ყველა დანაყოფი და სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაკვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე - 112, ან მიმართოთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას", - აცხადებს სამინისტრო.

კომენტარები