დარეჯან დიასამიძის საქმე

დაკარგული არასრულწლოვნის ახლობლებმა ბათუმში გზა გადაკეტეს

დარეჯან დიასამიძე

ბათუმში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტრიტორიაზე, სადაც პროკურატურის შენობაა განთავსებული, დაკარგული დარეჯან დიასამიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გზა დღეს გადაკეტეს. როგორც დაკარგული გოგონას დედა ლამზირა დიასამიძე აცხადებს, მოძრაობა იქამდე არ აღდგება, ვიდრე მასთან პროკურატურის თანამშრომლები, პოლიციის ხელმძღვანელი პირები და მთავრობის წარმომადგენლები არ მივლენ. გზის გადაკეტვამ ბათუმში საცობი გამოიწვია.

პოლიციის მცდელობას, დაკარგული გოგონას ახლობლები გზიდან გადაეყვანათ, სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

17 წლის დარეჯან დიასამიძე ბათუმში 7 აგვისტოს დაიკარგა და მას შემდეგ სამართალდამცავებმა მის კვალს ვერ მიაგნეს.

კომენტარები