ისრაელის დელეგაციის ვიზიტი

საქართველოში ვიზიტად მყოფი იცხაკ აჰარონოვიჩი სოზარ სუბარს შეხვდა

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი, ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრს, იცხაკ აჰარონოვიჩს შეხვდა. 

მინისტრებმა შეხვედრაზე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ამ სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. 

გუშინ იცხაკ აჰარონოვიჩი შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვდა. მათ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 18 აგვისტოს დასრულდება.

კომენტარები