ოკუპირებული ტერიტორიები

ჯეიმს აპატურაი ლავროვის განცხადებას აკრიტიკებს

NATO

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ლავროვი ამბობს - "ჩვენი დასავლელი პარტნიორები, სხვა ქვეყნებთან ერთად, კვლავ ძლიერ მიკერძოებულები არიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში".

ჯეიმს აპატურაი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში ჯერაც არ ცვლის პოზიციას.

” ეს დაპირისპირება არ არის ევროპის მხოლოდ ერთი კუთხის  მცირე საკითხი. ეს გამაღიზიანებელი საკითხია რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებში და მისი მეზობლების მღელვარებასაც იწვევს, ასევე ევროპის გარშემო შეიარაღების კონტროლს ძირს უთხრის. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისი უნდა შედგეს, რომელიც საერთაშორისო კანონების შესაბამისი იქნება", - აღნიშნავს ჯეიმს აპატურაი. 

კომენტარები