ფარული ჩანაწერების განადგურება

დღეს 15:00 საათზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდება

დღეს 15:00 საათზე ე.წ მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეოჩანაწერები განადგურდება. პროცესს სპეციალურად შექმნილი კომისიის თავმჯდომარე, მინისტრები თეა წულუკიანი და ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ რეზონანსის მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამუშაო ჯგუფის წევრები და მედიის წარმომადგებლები დაესწრებიან.

3 სექტემბერს უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სამუშაო ჯგუფმა არსებული 110 დისკიდან შერჩევითი პრინციპით სამი დისკი ამოარჩია. ჯგუფის წევრები ამ ჩანაწერებს გაეცნენ და დაადასტურეს, რომ ისინი ნამდვილად შეიცავენ მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას. ოქმის საფუძველზე, სამივე დისკი განადგურდა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო და ვიდეო ჩანაწერების სრული მასალა ე.წ. მოდულის შენობაში აპარატის - შრედერის საშუალებით განადგურდება.

კომენტარები