ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობა

ადუაშვილის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს

ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ კობა ყურუა, ვახტანგ ჩხაპელია და გელა უბილავა 12-საათიანი თათბირის შემდეგ ცნეს. რაც შეეხება სასჯელის ზომას, მკვლელობაში ბრალდებულებს მოსამართლე სასჯელს დღევანდელ პროცესზე განუსაზღვრავს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.

43 წლის ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი 2012 წლის 23 ნოემბერს საკუთარ ავტომანქანაში, "მერსედესის" მარკის ML-ის ჯიპის უკანა სავარძელზე მოკლული იპოვეს. გარდაცვლილ ბიზნესმენს სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აქედან ერთი, სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლაა. მის საქმეზე ბრალდებულები არიან მურთაზ გერგაია, მოკლულის მეგობარი ვახტანგ ჩხაპელია, ძმები ქარჩავები, გელა უბილავა, კობა ყურუა და "მუხად" ცნობილი ქობალია. ადუაშვილის ოჯახის წევრები კი, მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს სდებენ ბრალს.

ბიზნესმენი ავთანდილ ადუაშვილი ავჭალის დასახლებაში რამდენიმე ობიექტს ფლობდა, მათ შორის რესტორანსა და მაღაზიებს.

კომენტარები