ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ლატვიაში

ბიძინა ივანიშვილი ლატვიას ეწვია

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართულ დელეგაციასთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკას ეწვია. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან და პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკისისთან. ასევე შეხვედრები გაიმართება ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან სოლვიტა აბოლტინასთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან. ვიზიტის ფარგლებში, ბიძინა ივანიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიესაც შეხვდება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 7 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილი დაესწრება რიგის კონფერენციის დისკუსიას – “აღმოსავლეთის პარტნიორობა ვილნიუსიდან რიგამდე, გასავლელი გზა” და კონფერენციის დასკვნით დისკუსიას – “რა არის ევროკავშირის სტრატეგიული ხედვა.”

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ყვავილების გვირგვინით შეამკობს თავისუფლების მონუმენტს და მოინახულებს ლატვიის ოკუპაციის მუზეუმს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. ასევე, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია. 

კომენტარები