NDI-ს ანგარიში

NDI: ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია

 ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დელეგაცია შეშფოთებულია მუნიციპალურ არჩევნებამდე ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მიერ თანამდებობების დროზე ადრე დატოვების ტალღის გამო.

NDI-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის მარტის პერიოდში ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე 5000-ზე მეტმა საჯარო მოხელემ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა ან გათავისუფლდა დაკავებული. არჩევნების შემდგომ პერიოდში 69 გამგებლიდან 56, ხოლო 69 საკრებულოს თავმჯდომარიდან 31 კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატით შეიცვალა. ზოგიერთ შემთხვევაში თანამდებობის პირებმა პოლიტიკური გუნდი შეიცვალეს ან საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვეს თანამდებობა. რიგ შემთხვევებში კი კონკრეტული პირების განცხადებით, მათზე თანამდებობის დატოვების მიზნით ზეწოლა განხორციელდა. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და საიას დაკვირების თანახმად, თანამდებობიდან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გადადგომის მოთხოვნით საქართველოს მასშტაბით 74 საპროტესტო აქცია გაიმართა.

ხელისუფლების ერთ დონეზე არჩევნების შედეგები არ უნდა აბათილებდეს არჩევნების შედეგებს ხელისუფლების სხვა დონეებზე. ეს დემოკრატიული მმართველობის პრინციპია - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები