NDI-ს ანგარიში

NDI: მოძალადეებზე მცირე ფულადი ჯარიმების დაკისრება შედეგის მომტანი არაა

საარჩევნო გარემოში ზეწოლის შესახებ შთაბეჭდილებამაც კი შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს პარტიულ აქტივისტებსა და ამომრჩეველზე - ნათქვამია NDI-ს ანგარიშში სადაც ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, საჯარო მოხელეებისა და უმცირესობების ჯგუფების, მათ შორის მუსლიმების, ლგბტ ადამიანებისა და  უფლებათა დამცველების წინააღმდეგ მიმართული ძალადობაა დაგმობილი. NDI მიესალმება მოძალადეების დაჭერას, თუმცა აღნიშნავს, რომ ის მცირე ფულადი ჯარიმები, რაც მათ დაეკისრათ, მსგავსი ქმედების პრევენციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

NDI ანგარიშში მიესალმება იუსტიციის მინისტრის 4 სექტემბრის განცხადება, რომლითაც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყებათაშორისი კომისიის მიერ 2013 წლის მარტში მიღებული რეკომენდაცია წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თანამდებობის პირებისა და პარტიული შტაბის აქტივის წევრების დაკითხვების დროებით შეჩერების შესახებ. თუმცა, აღნიშნავს რომ აგვისტოს ბოლოს ადიგენის გამგებლის მიმართ გატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მისი დაპატიმრება უწყებათაშორისი კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციის თანმიმდევრული არ იყო.

 

კომენტარები