მთავრობის გადაწყვეტილება

მთავრობა პატარკაციშვილების ოჯახის საქმეს გრიფ "საიდუმლოს" ხსნის

Georgian opposition leader Ivanishvili gestures during a news conference in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

საქართველოს მთავრობამ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის დადებულ გარიგებაზე გრიფ "საიდუმლოს" მოხსნის გადაწყვეტილება 5 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გრიფ "საიდუმლოს" მოხნის გადაწყვეტილება პრეზიდენტს უკვე გაუგზავნეს.

"ამ შეთანხმებაში ისეთი რამ ეწერა, ამის თქმა არ შემიძლია, თუმცა მე რომ წავიკითხე, თმები ყალყზე დამიდგა. საოცარ პირობებს აწერენ ხელს, ერთის მხრივ, ყოფილი სახელმწიფო ჩინოვნიკი და, მეორე მხრივ, პატარკაციშვილების ოჯახი. არ შემიძლია ვთქვა, თუ როგორი შეთანხმება იყო მიღწეული და ამას ისე მალავდნენ, რომ ვიდრე სახელმწიფო იარსებებდა, ამ დოკუმენტზე გრიფით "საიდუმლოს" მოხსნის უფლება არავის ექნებოდა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები