ევრო 2016

უეფას გადაწყვეტილებით საქართველოს ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსი გაეზარდა

ევრო 2016

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში, უეფას ორდღიანი სხდომის დაწყებამდე, ასოციაციის ხელმძღვანელობა ევროპის 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სისტემის შესახებ შეთანხმდა და დაადგინა, რომ ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად 24 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სხვადასხვა წყაროს ცნობით, 54 ეროვნული გუნდი 9 წინასწარ ჯგუფში განითესება, თითოში 6-6 გუნდი იქნება. ამრიგად, ეს გუნდები ფინალურ ეტაპზე მოსახვედრ 23 საგზურს გაათამაშებენ. საინტერესოა, რომ საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც ავტომატურად მიიღო ადგილი ფინალურ ეტაპზე (რადგან ჩემპიონატი სწორედ საფრანგეთში გაიმართება), ასევე განაწილდება ერთ-ერთ შესარჩევ ჯგუფში და გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

შესარჩევი სისტემის მიხედვით, თითო ჯგუფიდან 2-2 გუნდი, რომელიც პირველ ადგილს დაიკავებს, ავტომატურად გავა ფინალურ ეტაპზე. მათ ასევე საუკეთესო შედეგის მქონე მესამე ადგილზე გასული ნაკრები შეუერთდება. დანარჩენი მესამე ადგილზე გასული 8 გუნდი, დარჩენილ ოთხ საგზურს, პლეი-ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევს.

კომენტარები