ევრო 2016

ევრო 2016: საფრანგეთიდან რუსეთის ნაკრების 20 გულშემატკივარი გამოაძევეს

AFP

საფრანგეთის ქალაქ ლილში ბრიტანელ და რუს გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება გუშინაც გაგრძელდა. ფრანგმა სამართალდამცავებმა 40-მდე გულშემატკივარი დააკავეს.

არეულობის შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 16 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაპირისპირებაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ფრანგ სამართალდამცავებს ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენება მოუწიათ.

გარდა ამისა, გუშინვე საფრანგეთიდან რუსეთის 20 გულშემატკივარი დეპორტით გააძევეს, მათ შორის, რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების პრეზიდენტი ალექსანდრ შპრიგინი.

კომენტარები