თელიასონერა

ჯეოსელი: თელიასონერა საქართველოდან გასვლას არ აპირებს

დღეს კომპანია ჯეოსელის წარმომადგენელმა, ლევან გიორგაძემ, პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა, რომ თელიასონერა [ჯეოსელის დამფუძნებელი კომპანია] საქართველოდან გასვლასა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს. თუმცა, ჯეოსელში ამბობენ, რომ გიორგაძის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა და კომპანია ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.

"ჩვენმა წარმომადგენელმა ზოგადი განცხადება გააკეთა. მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია გავრცელდა. ამ ეტაპზე თელიასონერა საქართველოდან გასვლას არ აპირებს", - თქვეს ჯეოსელში.

კომენტარები