გაეროს გენერალური ასამბლეა

საქართველომ ლესოთოსთან და კამერუნთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

საქართველოს დელეგაციამ გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სამუშაო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ბოლო დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა.

გაეროში ქუვეითის წარმომადგენლობაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიჰ საბა ჰალიდ ალ ჰამად ალ საბაჰთან შეხვედრა გაიმართა, ასევე სესიის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე, პირველად შეხვდა ახლად დანიშნულ ჩეხ კოლეგას. ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გარდა, გაეროში გამართული შეხვედრების მთავარი საკითხი, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუცია იყო. თბილისი იმედოვნებს რომ მომავალ წელს, რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

"რამდენიმე ქვეყანასთან ჩვენ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებს მოვაწერეთ ხელი, მათ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, ორ ქვეყანასთან კი დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები - ეს არის ლესოთო და კამერუნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უდიდესი დრო ჩვენი შეხვედრების წაიღო იმ მოვლენებმა, რომელიც საქართველოში ვითარდება, ვგულისხმობ რუსეთის მხრიდან მავთულხლართბის დამონტაჟების პროცესს, რომელზეც ჩვენ ყურადღება მივაქცევინეთ ყველა დელეგაციას, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში," - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები