უგულავას განცხადება

უგულავა: საქართველო შუა ზღვაში გაჩერებული გემია, რომელიც შეიძლება ჩაიძიროს

გიგი უგულავას Facebook-ის გვერდი

დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საქართველოს მთავრობის ერთწლიანი მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში გაიზარდა უმუშევრობა, შეჩერდა ეკონომიკური ზრდის ტემპი, გაიზარდა კრიმინალი და, ასევე, საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე უკუსვლა განიცადა.

"საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ არსებითი უკუსვლა განიცადა. საქართველოს პოზიციები გაურკვეველი ვორდინგის გამო იწვევს ჩვენი მეგობრების დეზორიენტაციას და იმედგაცრუებას. ეს ყველაფერი ხდება ახალი ხელისუფლების მოსვლიდან ერთი წლის თავზე. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ადრე საქართველო იყო გემი, რომელიც მიდიოდა. ვიღაცას არ მოსწონდა მიმართულება, საით მიდიოდა ეს გემი, ვიღაცას არ მოსწონდა გემის კაპიტანი, მაგრამ ეს იყო გემი, რომელიც მიდიოდა. ამიტომ იყო შანსი, ჩვენ დაგვენახა აზვირთებულ წყალში ხმელეთი. დღეს, საქართველო დაემსგავსა გემს, რომელიც აზვირთებულ წყალში დგას, არსაით არ მიდის, ტალღები აქანავებენ და არის საფრთხე, რომ ეს გემი შეიძლება ჩაიძიროს, თუ მან არ დაიწყო ისევ მოძრაობა. ეს მივიღეთ ჩვენ ერთი წლის თავზე", - განაცხადა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოში ფრაქცია "დედაქალაქის" სხდომის დაწყებამდე. 

კომენტარები