შსს

შსს-მ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, 2013 წლის სექტემბრის თვე 507 082 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 15,1%-ით მეტია.

"რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 075 600 ვიზიტი განხორციელდა, რაც 25%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე და თითქმის გაუტოლდა 2012 სრული კალენდარული წლის მონაცემებს (92%). ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 614 712 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%);

ბ) ტრანზიტი - 886 504 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 21,8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 59%);

გ) სხვა - 1 574 384 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 18%)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7,3%), აზერბაიჯანიდან (+10,9%), სომხეთიდან (+30,5%), რუსეთიდან (+42,1%), უკრაინიდან (+62,1%) და ირანიდან (-26%) განხორციელდა. საგულისხმოა, რომ თურქეთის შემთხვევაში 2012 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 124% შეადგინა, წელს კი იგივე მაჩვენებელი -7,3%-ია. -26%-ია ირანის გასწვრივ გრაფაში, იმ დროს როდესაც გასულ წელს ამ ქვეყნიდან ვიზიტორთა რაოდენობა -15,4%-ს შეადგენდა.

"2013 წლის სექტემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-7,3%), აზერბაიჯანიდან (+10,9%), სომხეთიდან (+30,5%), რუსეთიდან (+42,1%), უკრაინიდან (+62,1%) და ირანიდან (-26%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერში, უკვე "ტრადიციულ" პოლონეთი-ჩეხეთი-ავსტრიასთან ერთად გამოირჩნენ საფრანგეთი, იტალია და გერმანია (შესაბამისად - 65%, 32%, 28%, 19%, 18% და 16%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთის (39%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელის (35%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსის მოქალაქეების 60%-იანი მატებით", - აცხადებენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, საქართველოს მოქალაქეთა აქტივობა, საზღვრის კვეთასთან მიმართებით გაზრდილია, რაც მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში 23,2 (შემოსვლა) და 24,3 (გასვლა) პროცენტიან მატებაში გამოისახა.

კომენტარები