შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადება გააკეთა. ეკატერინე ფოფხაძის განცხადებით, თუ ბაჩო ახალაიას აუდიო-ვიდეოჩანაწერის გაკეთებაზე თანხმობა არ მიუცია, მაშინ ეს კანონდარღვევაა და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
"როგორც ადვოკატთან შეხვედრა არის კონფიდენციალური, ასევე კონფიდენციალურია მონიტორინგზე შესულ პირთან შეხვედრაც და ასევე მოსმენაც დაუშვებელია", - განაცხადა ეკატერინე ფოფხაძემ.