ფანჯიკიძის ვიზიტი გერმანიაში

ფანჯიკიძე: გერმანელებს რუსეთზე გავლენის მოხდენა ვთხოვე

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, გერმანელ კოლეგას საქართველოში ბოლოდროინდელი ვითარების გამო მოსკოვზე გავლენის გაძლიერების თხოვნით მიმართა. ამავე თემაზე გაიმართა საუბარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველთან შეხვედრის დროსაც. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანიაში გამართული შეხვედრებისას, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზეც იყო. აქცენტი ვილნიუსის მოახლოვებულ სამიტზეც გაკეთდა.

"გერმანულმა მხარემ მე დამიდასტურა ამ ქვეყნის სურვილი, რომ ვილნიუსი იყოს წარმატება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთოდ ევროკავშირისთვის და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის. რასაკვირველია, ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ რუსეთის თემაზე, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რადგანაც გერმანელებს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, მე არ დავმალავ და მათ პირდაპირ ვთხოვე, რომ გავლენა მოახდინონ იმ პროცესებზე, რომელიც ახლა ყველას აღელვებს საქართველოში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

კომენტარები