ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

ქუცნაშვილი: პოლიტსაბჭო დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო საკითხებს განიხილავს

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, კოალიციის პოლიტსაბჭო დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე არ მსჯელობს. ქუცნაშვილის განცხადებით, პოლიტსაბჭო წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

"მსჯელობის საგანია საარჩევნო შტაბების მზადება, ასევე, ინაუგურაციის ჩატარება", - თქვა ქუცნაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია მოკრძალებულად ჩატარდება.

"პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყება, რაც არჩევნები დასრულდება - არჩევნებიდან 3-4 დღის შემდეგ. ჩვენთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ვიდრე ის, თუ ვინ იქნება პრემიერმინისტრობის კანდიდატი", - განუცხადა ჟურნალისტებს ზაქარია ქუცნაშვილმა.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელშიც პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონაწილეობენ, კოალიციის ოფისში ამ წუთებში მიმდინარეობს.

კომენტარები