ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა

კოალიცია ქართული ოცნება პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. როგორც სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ტყემალაძემ უთხრა, საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხება.

"მათ შორის საუბარი იქნება იმაზე, რომ გასულ კვირას პარლამენტი ვერ შეიკრიბა სხდომის ჩასატარებლად. ასევე, განვიხილავთ იმას, თუ როგორ ჩატარდა EBRD-ის ღონისძიება, რას ველოდებით ამ კონფერენციიდან, ველოდებით რაიმეს საერთოდ თუ არა და ა.შ. ვისაუბრებთ იმ ორი კომიტეტის საკითხზეც, რომლის თავმჯდომარის თანამდებობაც ვაკანტურია", - განაცხადა ტყემალაძემ.

კითხვაზე, სხდომაზე განიხილავენ თუ არა ლარის გაუფასურების საკითხს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "საუბარი ყველაფერზე იქნება".

კომენტარები