შვეიცარიის საელჩოს განცხადება

ლეიბორისტები: მოვითხოვთ შვეიცარიის საელჩოსგან სასწრაფოდ ბოდიშის მოხდას

Shalva Natelashvili

ლეიბორიტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი შვეიცარიის საელჩოს განცხადებით, რომ შვეიცარიის ელჩს ნათელაშვილი არ შეხვედრია, განცვიფრებულია.

ლეიბორისტული პარტიის სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ შალვა ნათელაშვილი არასოდეს შეხვედრია შვეიცარიის ელჩს და ამის სურვილი არც ჰქონია. ნათელაშვილი შვედეთის ელჩს საქართველოში დიანა იანსეს შეხვდა.

“ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, გუშინ, 30 ოქტომბერს შეხვდა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიანა იანსეს.

თუ ვინმე ვერ არჩევს შვეიცარიასა და შვედეთს ერთმანეთისგან, ყველას ვთხოვთ, ამაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ნუ დაგვაკისრებენ. მოვითხოვთ შვეიცარიის საელჩოსგან სასწრაფოდ ბოდიშის მოხდას პროვოკაციული განცხადების გამო, რომელიც გამოაქვეყნეს პრესაში”, - წერია განცხადებაში.

კომენტარები