შვეიცარიის საელჩოს განცხადება

შვეიცარიის საელჩო: ნათელაშვილის ნათქვამი, რომ შვეიცარიის ელჩს შეხვდა, სიცრუეა

Shalva Natelashvili

შვეიცარიის საელჩო ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს მოუწოდებს,  თავი შეიკავოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს პატივი სცეს.

შვეიცარიის საელჩოს ცნობით, შვეიცარიის ელჩ გიუნტერ ბეხლერსა და ნათელაშვილს შორის შეხვედრა არ შემდგარა.

”შვეიცარიის საელჩოს საქართველოში სურს მოახსენოს საინფორმაციო წყაროებს, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, ბ-ნი შალვა ნათელაშვილის განცხადება გაკეთებული 2013 წლის 30 ოქტომბერს იმის შესახებ, რომ შედგა შეხვედრა შვეიცარიის ელჩთან, სიმართლეს არ შეესაბამება.

სინამდვილეში, არანაირ შეხვედრას საქართველოში შვეიცარიის ელჩს, ბ-ნ გიუნტერ ბეხლერსა და ბ-ნ შალვა ნათელაშვილს შორის არ ჰქონია ადგილი. ასევე ელჩს არ მიუღია არანაირი სახის ინფორმაცია ბ-ნი შალვა ნათელაშვილისგან. შვეიცარიის საელჩო მოუწოდებს ბ-ნ ნათელაშვილს თავი შეიკავოს ცრუ ინფომაციის გავრცელებისაგან და პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს”, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები