საქართველო-ისრაელის ურთიერთობა

ელკინი: უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულებულია

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილის ზეევ ელკინის თქმით, საქართველო-ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების პირველი რაუნდი უკვე დასრულებულია და "შეთანხმების ხელმოწერის გზაზე განსაკუთრებულ სირთულეებს ვერ ხედავს". მისი თქმით, დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის უთანხმოება არ არსებობს.

"როდესაც შეთანხმების ტექსტი საბოლოოდ შეთანხმდება, ის ორივე ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს დასამტკიცებლად წარედგინება. ვიმედოვნებ, ეს პროცესი საკმაოდ სწრაფად წარიმართება და უახლოეს მომავალში საქართველოს მოსახლეობა ისრაელში უვიზოდ გამგზავრებას შეძლებს. ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მიუთითებს", - თქვა ელკინმა.

კომენტარები